კიბოს წამალი, რომელიც ბოლოკში ბუნებრივადაა – პროდუქტები, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას აფერხებენ და რაციონში უნდა შეიტანოთ 19-03-2019 თითქმის ყველა ბოსტნეული სასარგებლოა, თუმცა არის გამორჩეულად ანტიკანცეროგენული პროდუქტები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს უჯრედების გადაგვარებისგან და აფერხებენ ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას. ამ მხრივ ერთერთი გამორჩეული ბოსტნეული ბოლოკია. ბოლოკის ყველაზე განსაკუთრებული შემადგენელი ნაწილი ის პიგმენტია, რომელიც ბოლოკს ფერს აძლევს. ანტაციანი ასე ქვია ბოლოკის პიგმენტს, რომელიც უამრავი კვლევის თანახმად კიბოს უჯრედების ზრდას აფერხებს და დადებითად მოქმედებს ონკოლოგიურ პაციენტებზე. ასევე მასში არის ინდოლ სამი კარბინოლი, რომელიც აღიარებულია, როგორც კიბოსთან ბრძოლის ეფექტური საშუალება, ინდოლ 3 კარბინოლი გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში, ბოლოკლში კი ის ბუნებრივადაა.