“გადაგამტვრევ გოგო მუხლებში” დეპუტატი “ძველი გოგო” აღმოჩნდა

“გადაგამტვრევ გოგო მუხლებში” – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, ნინო ნადირაშვილმა, თავისივე კოლეგას “ნაციონალური მოძრაობიდან, თათია ნიკოლაშვილს და რამდენჯერმე ტრიბუნასთან მყოფ დეპუტატს მუშტი ჩაარტყა.

გაწევ-გამოწევა იყო ეროდი გორდელაძესა და დავით მჟავანაძეს შორის, “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილმა და “ხალხის ძალაში” “გადაბარგებულმა გორდელაძემ მჟავანაძეს “ბაყაყი” უწოდა: “ნუ იჭიმები თუ ძმა ხარ ბაყაყივით” – ყვიროდა გორდელაძე.

ტრადიციულად გამორჩეული იყო ქეთი ხომერიკი, რომელიც სხდომაზე პლაკატებით მოვიდა და მათ შორის ერთ-ერთი,  მისი აზრით- თათია ნიკოლაშვილს ეძღვნებოდა: “ის არის ‘გირჩი” მას უნდა ახალი წელი მოგვპაროს და შობა” იძახდა ხომერიკი, თუმცა ჩვენ მოგვიანებით გავარკვიეთ რომ ხომერიკს “გირჩი” ჯიმ ქერის ცნობილ პერსონაჟ “გრინჩში” აერია.

დეპუტატი “ოცნებიდან” გოჩა კილაძე, რომელიც სხვათაშორის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას პროკურორი იყო – მთელი დაპირისპირების მანძილზე “ქათმებს” გაჰყვიროდა.

ტრადიციულად აქტიური იყო მარიკა ჩხიკვიშვილი, თუმცა მას რა უნდოდა კონკრეტულად ვერ გავიგეთ.

დაპირისპირება კი იმით დაიწყო, რომ სხდომის დასაწყისში, რომელზედაც დეპუტატებს ოზურგეთის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ.

სავარაუდოდ “ოცნების” მყვირალა სახეების განსაკუთრებული აგრესია ოპონენტების მიმართ, სხდომაზე ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მოსვლით იყო განპირობებული, უმრავლესობა ამ გზით დიდი ალბათობით მის დაცვას ცდილობდა, თუმცა ვისგან არ რისგან გაუგებარი დარჩა და საბოლოო შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე დიდი შეურაცხყოფა უმრავლესობის წევრებმა თავად მოქმედ მერს მიაყენეს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share