ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ორი დღეა გრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის, თათია ნიკოლაშვილის სასამართლო (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) პროცესი.
დეპუტატს ოზურგეთის პოლიცია დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.
თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთში, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის წინ, მაშინ დააკავა, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებოდნენ.
შსს მ ნიკოლაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომლის მიხედვითაც დეპუტატს უწყება 273 მუხლის პირველი ნაწილით-დაუმორჩილებლობა-ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკოლაშვილს 2-3 ატას ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება.
დეპუტატს სასამართლოსი ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავს.
დაცვის მხარის მტკიცებით, დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია.
მეტის, პოლიციამ არც კი განუმარტა დეპუტატს, ადგილის იძულებით დატოვებისას რასთან ქონდა მას საქმე.
პოლიცია დაკავების ფაქტს დაკავებიდან რამდენიმე საათი უარყოფდა კიდეც.
თავად ნიკოლაშვილი კი მომხდარი შემთხვევისას, მისი სამუშაო ადგილი, საკრებულოს შენობის წინ უბრალოდ იდგა.