მიმდინარე კვირის დასაწყისში ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა – დეტალური ინფორმაცია ელექტრო მაგნიტური ველის ზემოქმედების შესახებ – ჩატარდა.
შეხვედრის ფაგლებში მოსახლეობას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ელექტრო მაგნიტური ველის ზემოქმედების შესახებ, შეხვედრაზე ჩატარდა ელექტრომაგნიტული ველის სიდიდეების, მაღალი სიზუსტის ინსტრულმენტული გაზომვები. მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო მასალა.
ჩატარდება ღია დისკუსია.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს დარგის ექსპერტებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა.
2021 წლის 12 ნოემბერს მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ლიხაურის საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით, ჩატარდა ელექტრომაგნიტული ველის სიდიდეების, მაღალი სიზუსტის ინსტრულმნტული გაზომვები. შეხვედრის ფარგლებში სკოლას საჩუქრედ გადაეცა გარემოსდაცვითი ლიტერატურა: გარემოსდაცვითი სახლმძღვანელოები, კომქსები, ბროშურები და წიგნები. შეხვედრამ მოსწავლეების და მასწავლებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. სკოლის ხელმძღვანელობასთან და ეკო-კლუბის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც სკოლაში სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია *ეკოხედვა* ევროკავშირს და KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ოზურგეთის მოსახლეობის ინფორმირება ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შესახებ”.
პროექტის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდის კვალიფიციური, სამეცნიერო ფაქტებით დადასტურებული ინფორმაცია იმ ზემოქმედების და საჭირო ღონისძიებეის შესახებ, რომელიც მოყვება რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ქსელის განვითაებას.
აღნიშნულ პროექტში „ეკოხედვა“-ს პარტნიორია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“.