ხუთის სახანძრო ბრიგადა, მათ სორის ჩოხატაურიდან და ფოთიდან რამდენიმე საათი ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში.
ხანძარი ნასაკირალის 60-56 საუბნო საარჩევნო კომისიას გაუჩნდა.
როგორც ადგილობრივები “გურიის მოამბეს” უყვებიან, ხანძარი ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლას მოყვა.
მთლიანად დაზიანდა შენობის მეორე სართული,
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მტკიცებით კომისიის წევრებმა საარჩევნო სიის გადარჩენა შეძლეს და ის კომისიის ერთერთი წევრის მიკროავტობუსში მოათავსეს.
ნასაკირალის საუბნო საარჩევნო კომისია სოფლის ბაგა ბაღშია განტავსებული, რომელსაც ფუნქციონირება 4 ოქტომბერს, ერთ კვირაში უნდა გაეგრძელებინა.