წინასაარჩევნო პერიოდში საჩივრების მიხედვით გურიაში ლანჩხუთი „ლიდერობს“

კახა ჩავლეშვილი – სპეციალურად

„გურიის მოამბესათვის“

ლანჩხუთი 33; ოზურგეთი 4; ჩოხატაური 1: სულ გურიაში ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 38 საჩივარია შესული.

ცესკოს მონაცემებით #61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის 37 საჩივარია წარდგენილი. აქედან 33 საჩივარი ერთიანი ნაცინალური მოძრაობის მიერაა წარდგენილი, ხოლო დანარჩენი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივრები ძირითადად შეეხება:

  • საუბნო სარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების უბნებზე არ ყოფნას, და მოთხოვნილია საუბნო კომისიის მდივნებისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
  • საუბნო საარჩევნო კომისიის შესარჩევი წევრების მიერ განცხადებების ხარვეზით დაწერას, კერძოდ არა აქვთ მითითებული თავიანთი მისამართები. მოთხოვნილი იყო უმისამართო კომისიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც კომისიამ არ დააკმაყოფილა;

სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრები შეეხება საარჩვენო სუბიექტების მიერ შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

#60 ოზურგეთის საოლქო სარჩევნო კომისიაში წარდგენილია 4 საჩივარი, აქედან სამი საჩივარი წარდგენილია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ და შეეხება ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას.  ერთი საჩივარი წარდგენილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და შეეხება გადასატან ყუთთან დაკავშირებული პროცედურების სავარაუდო დარღვევას.

#62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 1 საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საჩივარი შეეხება საუბნო კომისიის წევრის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share