შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად ალილო გაიმართა ოზურგეთში.
მსვლელობა სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მეალილოეებს ადმინისტრაციის შენობასთან შეეგებნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები და მათ საშობაო ძღვენი გადასცეს.
“შობის დღესასწაულს გილოცავთ. ეს არის დღე საყოველთაო სიხარულის, სიკეთის და სიყვარულის. დიდი სიხარულით ვუერთდებით ალილოს ტრადიციას და აქედან, სრულიად საქართველოს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
წელს, ოზურგეთში “ალილო” განსხვავებული სახით ჩატარდა, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. ტრადიციისამებრ შეგროვდა საშობაო ნობათი, რომელიც ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და უპოვარ ადამიანებს დაურიგდებათ.
ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – “ალილო”, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან ქრისტეშობის დღესასწაულზე მთელ საქართველოში იმართება.
ოფიციალური ინფორმაცია