დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვოისის ფინალია, რომელშიც ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობᲚიშვილი მონაწილეობს. ვინ არის და რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ამაზე თავად ვიოლეტა საუბრობს: ” 21 წლის ვარ და მთელი ცხოვრებაა მემგონი ვმღერი .. გურული ვარ ..ჩემი მამაპაპა ერკეთიდან ყოფილა და დღეს რომ ერკეთის დედათა მონასტერი ქვია ზუსტად იქ გალობდნენ.. მაგიტომ ვარ მგალობლიშვილი და ესაა ჩვენი გვარის სიწმინდე … დღეს პირველი არხის ეთერში მუსიკალური პროექტი “ვოისი” გადის. მე ფინალამდე მოვედი და ახლა ჩემი გურულების იმედი მაქვს, რომ ზუსტად ჩვენ ყველაზე პოლიფონიური ხალხი მთელს დუნიაზე შევძლებთ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ . ზარის განხორციელება ნებისმიერი ქსელიდან შეგიძლიათ და მისი ღირებულება სიმბოლურად 1თეთრია. შეგიძლიათ თქვენი მხარდაჭერა მესენჯერითაც დააფიქსროთ ,შებრძანდეთ ვოისის ოფიციალურ გვერდზე და მესიჯების გრაფა გახსნათ სადაც კონკურსანდებიდან მონიშნავთ თქვენს რჩეულს ხმის მიცემა დაიწყო, რომელიც დასრულდება გადაცემის ბოლოს . ძალიან მჭირდებით ისე როგორც არასდროს და თქვენი იმედი მაქვს , _ ამბობს ვიოლეტა.
ასე, რომ შეგიძლიათ ახლავე აიღოთ ტელეფონები და დარეკოთ ნომერზე 0903300315. ვიოლეტა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას!