ხვალ იქნება უზარმაზარი აქცია, პროტესტი – თაკო ჩარკვიანი

“უზარმაზარი აქცია იქნება ხვალ”  – ამის შესახებ ,,კანონისა და სამართალი”-ს ლიდერმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. თაკო ჩარკვიანის თქმით, აქციის გამართვის დრო და ადგილი არ კონკრეტდება, რათა სარჩევნო უბნებთან ხალხის კონცენტრირებას ხელი არ შეეშალოს.

“იქნება უზარმაზარი აქცია, პროტესტი, რომლის ინიციატორია სააკაშვილის დაბრუნების სახალხო მოძრაობა. ჩვენი მიზნების შესახებ ხელისუფლებისთვის ცნობილია, ამიტომ დაიწყეს რუსთავში გზის გადაკეტვა. არ გვინდა, ხელი შევუშალოთ იმ კონცენტრირებას, რაც ხდება უბნებზე, ამიტომაც ზუსტ ადგილს ვერ დავასახელებ” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ტვ პირველის ინფორმაციით, რუსთავის მე 12-ე დაწესებულებსთან, სადაც მოთავსებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ადგილზე სპეცტექნიკა და პოლიციელებია მობილიზებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share