“1905 წლის 5 აპრილს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გაიმართა გურიის სამღვდელოების კრება, კრებამ დაადგინა”-ირაკლი მახარაძე

1905 წლის 5 აპრილს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გაიმართა გურიის სამღვდელოების კრება, რომელსაც დაესწრო 60-მდე მღვდელი; კრებამ დაადგინა: ,,სრული დამოუკიდებლობა ეკკლესიისა კათოლიკოსის მეთაურობით. ძირითადი რეფორმა სკოლებისა; დაარსებულ იქმნას დაბალი და საშუალო სკოლები, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეს წოდებრივი ხასიათი; სამღვდელო პირთათვის სპეციალური ორ-წლიანი კურსები საღვთისმეტყველო ფაკულტეტით.
თავისუფლება სიტყვისა, ბეჭდვისა და კრებისა, როგორც სხვებისა, ისე სამღვდელო პირთათვის.
მოგვეცეს სრული მოქალაქეობრივი უფლებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მწყემსობრივ იდეას და ამასთან ერთად შეიცვალოს კანონი, რომელიც უკრძალავს მღვდელს თავისი ნებით სამსახურის მიტოვებას…
აუცილებელია მოწვევა დამფუძნებელი კრებისა პირდაპირის, ფარულის და თანასწორის კენჭის ყრით; ჩვენ ვუერთდებით ხალხის მოთხოვნილებას.
…რადგან ეკკლესია-მონასტრებს ბევრი ქონება აქვს, ამ ქონებიდან შესდგეს თანხა და ჯამაგირებიც ამ თანხიდან გვეძლეოდესო!..” ეს ბოლო წინადადება მევასა – ეხლა რომ არიან შემჯდარნი სახელმწიფოზე და წოვენ მშიერი ხბოებივით და მადა კი ჭამაში მოდისო, ამბობენ.
შეიძლება იყოს შენობის გარეთ და ხე-(ი)ს გამოსახულება
ირაკლი მახარაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share