ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმში მყოფი ოფიცერი ედუარდ იუონის წერდა: ,,(გურიაში) სახალხო განათლება უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე (სხვაგან) რუსეთის დიდ იმპერიაში, რისი გარეგნული გამოხატულება სოფლის სკოლათა მშვენიერი შენობებიც გახლავთ.” რუსულ გაზეთს ,,ნოვოსტის” (წერილი ,,ცნობის ფურცელმა” გადმობეჭდა) ,,გურულების განვითარების” ასეთი ფაქტიც მოჰყავს: რკინიგზიდან 25 ვერსით დაშორებულ ჩოხატაურში ფოსტა კვირაში ორჯერ მისდიოდათ. პრესა ყოველდღე რომ ჰქონოდათ, გლეხებმა საკუთარი ხარჯით დაიქირავეს ცხენოსანი, რომელიც ყოველ დღე გაზეთებით ამარაგებდა ჩოხატაურლებს. ამის შემდეგ ხალხი იკრიბებოდა, გაზეთებს ხმამაღლა კითხულობდა და მსჯელობდა. ,,როგორც ჰხედავთ, – წერს გაზეთი, – გურულები ისეთი ველურები არ არიან, როგორც პეტერბურგში ჰგონიათო.
მხატვარი შალვა ძნელაძე