ერთობ სასიხარულო ამბები ხდება ამ ქვეყანაში Жить ста́ло лу́чше, жить ста́ло веселе́е!: ნარცის ჩიჩილაკაძეს 30% პროცენტი ჰქონია და მას მხოლოდ ქალაქის ერთი ადგილი უსწრებს.
აფერუმ! ევროპა აღარ გვინდებიენ, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოსო. რუსეთისკენ ჰერი-ჰერი! ხალხი პანტაპუნტით იხოცება, თავზე გვენგრევა ყველაფერი, მაი აფერია, ეს არაა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საბაბიო, ოღონ ტრაკებით სამთავრობო სკამებს არ მოწყდენ ყველაფერზე წავლენ. ეს ოპოზიცია კი მთლად გამოსირებულია.. და მრავალი სხვა, რასაც ჩემზე კარგად ხედავთ, მარა ხმას არ ვიღებთ.
ერთი ბენია მოგვცა და დათიკო შევარდნაძე და მათნაირები – უცბად მოიყვანდენ ჭკუაზე ამ ვითომ ხელისუფალთ.
ერთხელ ასკანაში ეგზეკუცია ჩააყენეს და მოსახლეობას უზარმაზარი გადასახადი შეაწერეს. შევარდნაძე მოთმინებიდან გამოვიდა და პრისტავს წერილი მისწერა: “…აგი წერილი მიიღოთ თვარა, მაშინათვე დატიეთ ასკანა, თვარა სულყველას ამოგხოცავთ. თუ ჩემი შეხვედრა გინდებიან, პარასკევს ჩამუალ ჩოხატაურში და დამხთიო…” პრისტავმა მიიღო თუ არა წერილი, იმავე დღეს გაიპარა ასკანიდან. შევარდნაძის, როგორც ცეხცლისა რომ ეშინოდათ, ამას ერთი ფაქტიც მეტყველებს: მთვრალ შევარდნაძეს დუქნის ყაფანზე ეძინა. ჩამოიარა ურიადნიკმა რამდენიმე სტრაჟნიკთან ერთად. ნაბადზე წამოგორებული დათიკო რომ დაუნახავთ უკანმოუხედავად გაქცეულან. გლეხებმა დათიკო გააღვიძეს _ თავს უშველეო. ფირალმა სტრაჟნიკებს ერთი მაგრად შეუკურთხა და მეორე მხარეს გადატრიალდა. ერთხელ კი შევარდნაძე თავის ამქრებთან ერთად კანცელარიას დაესხა თავს. შეშინებული პრისტავი კალანდია ბუხარში დაიმალა.