ბოლო ათ წელში საქართველო თითქმის 816 ათასმა მოქალაქემ დატოვა – რატომ გარბიან ადამიანები

ბოლო ათ წელში საქართველო თითქმის 816 ათასმა მოქალაქემ დატოვა. საზღვარგარეთ წასულებიდან 70%  30 წლამდე ახალგაზრდაა. მხოლოდ 1 წელიწადში საქართველოდან ემიგრაციაში 114 ათასი ახალგაზრდა წავიდა.

რამ გამოიწვია “ოცნების” მმართველობის დროს ქვეყნიდან ადამიანების გადინება? მთავარ მიზეზებად ოპოზიცია უპერსპექტივობას, არასტაბილურობას, სოციალურ ფონს და ეკონომიკური მდგომარეობას ასახელებს.

IDFI-ის კვლევით დადგინდა, რომ სკოლებიდან 70 ათასზე მეტი მოსწავლე გაიყვანეს. ვიდრე ქვეყანა ქართველებისგან იცლება, საქართველოში საცხოვრებლად სულ უფრო და უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე გადმოდის.

2022-23 წლებში საქართველოდან, ჯამში, 264 ათასი მოქალაქე გავიდა, აქედან 118 ათასი საცხოვრებლად საზღვარგარეთ დარჩა. ამ მონაცემებში “ოცნება” პრობლემას ვერ ხედავს.

გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861  077 პირი. არსებული დინამიკის გათვალისწინებით, მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share