“სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი” – ამ სიტყვებით მოიხსენია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “მთავარი არხის” ხელმძღვანელი, რომელიც ორი კვირაზე მეტია, დაკავებულია.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის ციხეში ჩასმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება, უთხრას, რომელიც ცხრა წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია “რუსთავი 2″ შვიდი მილიონით გაძარცვა, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია”- განაცხადა კობახიძემ.