თაკო ჩარკვიანი საყოველთაო ამნისტიიის ინიციატივით გამოდის. პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელი ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციებს იწყებს, რომ განისაზღვროს რა მუხლით გასამართლებულებს უნდა შეეხოთ ამნისტია.
ჩარკვიანი წინადადებებს მსჯავრდებულების მშობლებისგანაც ელოდება. ჰუმანური აქტი გადარჩენის აქტად იქცევა – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
“საქართველოს ასეთი მძიმე მდგომარეობა არ ჰქონია. მე პატიმრების მშობლებსაც მივმართავ, კარგად დამიგდონ ყური, რაზეა საუბარი. სანამ ჩვენ რეფორმები არ მიგვიღია, წავიდეთ, ვიფიქროთ, დიდ საყოველთაო ამნისტიაზე. ეს საქართველოს გადარჩენა მგონია, იმიტომ რომ ჩვენ ამ გაწევ-გამოწევაში ქვეყანას ვკარგავთ. მე, ასეთი რამ ვუთხარი პრემიერს ორი დღის წინ, რომ თქვენც არ აღმოჩნდეთ სამომავლოდ რევანშისტულ დაფაზე-თქო. ისტორიულად პოლიტიკურმა რევანშმა არ იცის შეჩერება. ერთადაერთი გზა, როდესაც რევანში ჩერდება, ეს გახლდათ საყოველთაო ამნისტია”. – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.