წეველით სანადიროთ სამი: მე, ჩემი დიშვილი და მეზობელი ერთი. სამივეს გვქონდა თექვსმეტი კალიბრა თოფი დათვზე სანადიროთ. თითოს გვქონდა თითო ფიშეგი, საფანტით დატენილი. ვიარეთ, თეთრღელის თავზე შევამჩნიეთ დათვის კვალივით. მოვზდიეთ კვალს, თუმცა გვეშინოდა, საფანტით დათვს რაფერ მოვკლავთო.
.
ამ მეზობელმა თქუა: ნუ გეშინია, შენაო, მაგას ვანახვეფ სეირსაო, თუ დევნახეო. მე რომ გითხრათ, ისე დიმიჯერეთო. თქვენ ჩადით იმ ღელეში, ერთმა – იქიდან და მეორემ – აქიდანო. ამ ღელეს შუა-შუაზე იყო გორი. ამ ღელის ბოლოზე გაჩერდითო და მე მოუარ ზეიდანო. თუ თქვენთან ქვეითკენ ჩამოûდა დათვი, ჩემკენ გამოაქციეთ, მე ამას პირდაპირო, ახლოს სანამ არ მუა, არ ვესრიო და საფანტს პირდაპირ თვალეფში ჩავაჭედეფო და თვალებ დუუქორეფო, და მემრე, რუმ ვერ დიმინახავსო, თოფის კონდახს დავარტყამ თავზე და მოვკლაო.
.
ჩეველით ღელეში, ვიცადეთ, ვიცადეთ და გავხედეთ, დათვმა გამეიარა და წამოვდა პირდაპირ მისკენ, ზეით. რუმ ახლოვდებოდა, ორმოცდაათ მეტრზე დაახლოებით, შიშიმგონემ დააყვირა, დააყვირა და ესროლა. დათვმა ჩვენკენ გადმუარდა ღელეში ბღავილით. ჩვენც შეგვეშინდა მის ბღავილძე და გევქეცით. დათვმა გადაგვასწრა, გორვი-გორვით წყავეფში ჩავარდა.
.
რავარცხა იქნა, მევყარეთ [თავი] ერთად. გვქონდა ორი ცალი ტყვია. ვნახეთ, რო თოფი რუმ ისროლა, აჰტეხოდა გულის კანკალი, ვერც წამევიყვანეთ იქიდან მისი ფეხით! გავაკეთეთ ჯალამბარი, წამევიყვანეთ და სამ კილომეტრზე გზაში მოცოცხ[ლ]თა. სოფელც ორი ჩხიკვი დევინახეთ. ერთი მე და ერთი ჩემა დიშვილმა. ვესროლეთ, მოვკალით და მევტანეთ შინ. გავაკეთებიეთ კარქათ და ავაწყეთ იმაზე ქეიფი.
.
მთქმელი ხემზე ქათამიძე – ჩოხატაური ზოტი 1972
(corpora.ge)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა