გურული კილო – კ. კალანდაძის განმარტებები

“უზანდარა” – სამზარეულოს კარადა, საჭმელისა და ჭურჭლის შესანახი, ზემო-გურიაში უზანდარე;
.
“ყარაფინა” – დიდ ტუჩიანი ტამბაჩა, ანუ ფიშტო გურულად;
.
“ბელყაიში” – პტყელი სარტყელი ტყავისა მოქარგული, გურული ტანისამოსის აუცილებელი ნაწილი;
.
“საქონე” – პატარა ვერცხლის ანუ თითფრის ჭურჭელი, რომელსაც გურუელები უკან სარტყელზე შემოიკრავენ ქონის შესანახად (იარაღის გასაპოხად). ესეც აუცილებელი ნაწილის გურული ტანისამოსისა;
.
“საჩხინავი” – ზევითი მხარე ისლით დახურული სახლისა, უმაღლესი ნაწილი სახლისა;
.
“გონბაქი” ან “კომბაქი” – დიდი დაბერებული ძაღლი, ქოფაკი;
.
“ბოჯაყი” – ის ადგილი სადაც ხე ორათ ან სამად იყოფა;
.
“დალურსკუმდა” – ძრიელ დაღამდა, დაბნელდა;
.
“სამ-პოტიკა” – სამ-ტოტიანი;
.
“ეზალა” – ფისტონი;
.
“ბრინგა” – დაახალა, ესროლა;
.
“კანტარო” – კენწერო, ხის წვერი;
.
“მოცვეთი” – მოცვეთილი, გამოქნილი, ეშმაკი;
.
“ურეკი” – უღრანი, გაუვალი ხშირი ტყე;
.
“როგო” – გურიაში ეძახიან ჭურის თავსახურავ, რგვლათ და ფართოთ გათლილი ფიცარი;
.
“მეღამია” – ღამურა;
.
“ფხიჭვა” – ხარაბუზა;
.
“ბოლი” – ტოტი;
.
საქართველოს საისტორიო ეთნოგრაფიულ კრებულში “ძველი საქართელო” (1914 წელი) კ. კალანდაძის მიერ გამოქვეყნებულია სამი გურული ზღაპარი. მასალა ძალიან საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ თან ერთვის გურული კილოკავის განმარტებები, ზემოთ მითითებულია განმარტებათა მხოლოდ ნაწილი.
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share