რა არის პწკალა?

პწკალას გურიაში კიბეს ეძახიან, ეს სიტყვა სავარაუდოდ უცხო ენებიდან უნდა იყოს შემოსული, ასე მაგალითად იგვეს კიბეს ნიშნავს: ბერძნული – „სკალიი“ (Σκαλί) და ლათინურ/იტალიური “სკალა“ (scalae/Scala). ამ ყველაფერში დასარწმუნებლად საყოველთაოდ ცნობილი ლა სკალაც (Teatro alla Scala სიტყვასიტყვით ნიშნავს „თეატრი კიბეზე“) საკმარისია.
.
სერგი ჟღენტი თავის მონოგრაფიაში „ქართული ენის ფონეტიკა“ ამ სიტყვას შემდეგი სახით განმარტავს – „პწკალა-ს გურულში ყოველგვარ კიბეს არ ეძახიან. ორივე ეს სიტყვა (ანუ პკალა და კიბე) იხმარება სხვადასხვა მნიშვნელობით. პწკალა/ე-ი აღნიშნავს ორ პარალელურ (წყვილ) წვრილ და გრძელ გათლილ ხეს, შეერთებულს ერთმანეთთან ფეხების დასადგმელი ჯოხებით; მისადგმელია, კიბე გურულად არის პატარა მოგრძო ხე, რომელსაც ფეხების დასადგმელი აქვს ამოჭრილი (ან მიჭედებული). ესეც მისადგმელია. ზოგან პწკალა-ს ეძახიან აგრეთვე შენობის ზედა სართულზე ასასვლელ უძრავ კიბესაც.“
.
ელენე ახვლედიანი – ძველი სახლი გურიაში
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share