შედლუხი და წკაპი

“შედლუხი” – შულუხს (თურქ. Şadlik) კონსტანტინე გვარამაძის მიხედვით გურულები თოფებიდან ზალპით ჰაერში სადღესასწაულო (საკალანდო) სროლას ეძახდნენ:
“გურიაში კალანდა დღეს შედლუხში ანუ თოფების სროლაში შეჯიბრი ეწყობოდა, ერთი სამრევლოს ორი სოფლის მოსახლეობა ერთმანეთის დაშორებით დადგებოდა და ჰაერში ზალპით ისროდა თოფებს
.
„მალე მოწიფული ყმაწვილები ეზოს გადაღმა მინდორზე „შედლუხს“ მიეცნენ. ერთ მხარეს ზეგნიერები, მეორეს – დაბლიერები თოფით ხელში; იმათ, მაღლა ჰაერში, რიგით დაიწყეს სროლა. ხალხი სეირათ გადაიქცა.
.
– გაჯობეთ ხომ, ზეგნიერებო, აჯავრებდენ თან სროლაში დაბლიერები.
.
– რაფერ, წამალი რო გამოგელით მიზა გვაჯობეთ თუ!.. პასუხობდენ ზეგნიერები და უხშირებდენ სროლას. ხალხის სიამოვნებას საზღვარი არა ჰქონდა.“
.
“წკაპი”- ილია ჭყონიას სიტყვის კონის მიხედვით წკაპს გურულები მწყობრად სროლას ეძახდნენ.
.
1. ფოტო – გურული შაშხანა – ეს ექსპონატი ინახება რუსეთის არტილერიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში: წარწერით – მე-19 საუკუნის გურული ხრახნულ-ლულიანი კაჟიანი შაშხანა (Винтовка кремневая, нарезная, гурийская)
სიგრძე – საერთო სგრძე 1153 მმ. ლულის ისგრძე 810 სმ, ლულის არხის კალიბრი 10.1
.
2. ფოტო – მეიარაღე კვაჭაძის ოზურგეთული პისტოლეტი. იგი წარმოადგენს ევროპული ტიპის კაჟიან დამბაჩას, ჩარჩო დამზადებულია კაკლის ხისაგან, ლულა ფოლადის, ინკუსტრირებულია ვერცხლით, მოსევადებულია. ეს დამბაჩა ორნამენტებით, ფოთლებით შემკული ტოტებით გავს ზემოთ აღნიშნულ დამბაჩებს. დამზადებული უნდა იყოს მე-19 საუკუნის ბოლოს, ინახება აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share