ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება.
შეჯიბრი ამჯერად მინი ფეხბურთში ჩატარდა.
ფინალში პირველი, მესამე და ნიგვზიანის საჯარო სკოლების გუნდები გავიდნენ.
 საბოლოოდ გამარჯვება პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
 გამარჯვებულებს პრიზები და მედლები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გადასცეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში ჩატარდება.
 ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share