როგორც ტელეგრამებიდან გახდა ცნობილი 20 დეკემბერს ქალაქ ფოთში გაუგონარი თავხედობით განხორციელებული იქნა ყაჩაღური თავდასხმა ადგილობრივ სახაზინო განყოფილებაზე.
.
დღის 12 საათზე, მაშინ, როდესაც სახაზინო განყოფილებაში თანამშრომლებს გარდა კიდევ ოცდაათამდე ადამიანი იმყოფებოდა, შენობაში შეიჭრა ბერდენკებით და რევოლვერებით შეიარაღებული 6 ადამიანი, რომელთაგან ერთერთმა დაიყვირა: „სდექ ადგილზე! დაწექით!“ («Стой на месте! Ложись!»), რის შემდეგაც ბოროტმოქმდებმა ერთდროულად ზალპით გაისროლეს ჭერში.
.
შეშნებული ხალხი ადგილზე გაშეშდა, რამდენიმე მათგანი კი იატაკზეც დაწვა. ამის შემდეგ ორი ყაჩაღი მივიდა კარებთან და დაიწყეს ჰაერში სროლა, ორმა კი დაამტვრია ხაზინის ხალხისაგან გამყოფი გისოსები, სხვა ორმა კი რამდენიმე იქვე მყოფს ფული წაართვა: საფოსტო-ტელეგრაფისტ ხოშტარიას საფულე 2 მანეთით, ერთ ბერძენს 50 მანეთი და კიდევ ერთ უცნობ პირს 25 მანეთი. სრულიად დაბნეული ხაზინის ჩინოვნიკების ნაწილი ფანჯრიდან ხტებოდნენ, ნაწილი კი ავეჯის ქვეშ მიძვრებოდა.
ორმა ყაჩაღმა ხაზინის უფროსს ხელიდან გამოგლიჯა იმ დღევანდელი სახარჯო ფულით სავსე სკივრის გასაღები, შემდეგ გააღეს სკივრი და სრულად ამოიღეს მასში არსებული თანხა, ასევე აიღეს მაგიდაზე არსებული ვერცხლი. რის შემდეგაც ყაჩაღები განუწყვეტლივი სროლით გავიდნენ შენობიდან.
.
ამ დროს პილიციის განყოფილებიდან, რომელიც სახაზინო სახლის გვერდით დგას სროლის ხმაზე მოვარდნენ პილიციელი გოროდოვოები კაჭარავა და ოსიპოვი, რომლებმაც კიბეზე ჩამორბებისას დაინახეს ყაჩაღები და სროლა გაუმართეს მათ, ერთერთი მათგანი ოსიპოვმა სასიკვდილოდ დაჭრა მკერდში, ხოლო კაჭარავამ კი ერთერთი ფეხში დაჭრა. მკერდში დაჭრილი რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მკვდარი დაეცა, მოკლულს მისმა ერთერთმა ამხანაგმა მოხსნა პატრონტაჟი და აიღო მისი ბერდენკა, რის შემდეგაც ყაჩაღები გაიქცნენ ისე, რომ მათ არავინ არ დადევნებია მიუხედავად იმისა, რომ სროლის შედეგად ადგილზე ხალხმა მრავლად მოიყარა თავი.
.
თვითმხილველთა ჩვენებით თავდასხმა გრძელდებოდა 5 წუთის განმავლობაში, ექვსი ბოროტმოქმედიდან ხუთს ეცვა გურული ნაციონალური ტანსაცმელი, ხოლო ერთი ჩოხით იყო.
.
ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ხუთივე ბოროტმოქმედი გაიქცა პალიასტომის ტბის მიმართულებით, რომელიც ესაზღვრება ოზურგეთის მაზრას. ამ გზაზე მათ უნდა გადაელახათ ორი მდინარე შავი ღელე და პეჩორი, როგორც მეთევზეებმა თქვეს ყაჩაღებს ამ ადგილზე ელოდებოდათ ნავები, რომელებითაც ისინი გაიქცნენ.
.
ყაჩაღობის შემდეგ ორგანიზებულმა დევნამ შედეგი ვერ გამოიღო, რაგანაც კატერი რომელზეც ფოთის პოლკის სამი პრისტავი და თხუთმეტი დაბალიჩინის პოლიციელი იყო დაბალი წყლის გამო პეჩორში ვერ შევიდა, ნაპირზე დევნა კი შეუძლებელი იყო ჭაობის გამო, ყაჩაღები კი ამ დროის განმავლობაში უკვე გადავიდნენ ოზურგეთის მაზრაში.
.
მეორე დღეს დათვლილი იქნა ხაზინიდან გატაცებული თანხა და გაირკვა, რომ ყაჩაღებმა გაიტაცეს 30,810 მანეთი და 48 კაპიკი. აქედან 100 მანეთიანი საკრედიტო ბილეთების შეკვრა 10 000 მანეთი, 8000 მანეთი ოცდახუთმანეთიანები, 4000 მანეთი 50 მანეთიანები, ხოლო დანარჩენი თანხა სხვადასხვა სახის საკრედიტო ბილეთები, ასევე 30 ოქროს და ვერცხლის მონეტა.
.
ამ დროისათვის დადგენილია მოკლული ყაჩაღის ვინაობა, იგი აღმოჩნდა ოზურგეთის მაზრის სოფელ ლესაში მცხოვრები ქრისტეფორე კუნჭულია, ასევე დადგენილი იქნა ორმოცდათი და ოცდახუთი მანეთიანი საკრედიტო ბილეთების ნომერები.
.
21 დეკემბერს ლანჩხუთში მივლინებულმა პოლიციის პრისტავმა ქავთარაძემ შეძლო დაეკავებინა ერთერთი ყაჩაღთაგანი, რომელიც აღმოჩნდა ძებნილი კვაჭაძე.
.
თარგმნილია რუსულიდან – გაზეთი „კავკაზი“- (Кавказ) 1902 წელი, 29 დეკემბერი #343 სტატიის შემოკლებული ვარიანტი
.
ფოტოზე – გურულ მებრძოლთა რაზმი1905-06 წლები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.