იოსებ მეგრელიძე თავის ნაშრომში მიმოიხილავს გურულ გვარებს, რომლებიც მთავრდება „ში“ და „ტი“ დაბოლავებებით.
.
მეგრელიძის მიხედვით – „გვარის დაბოლავების სახით „ში“ დამახასიათებელია ლაზური ენისათვის. მეგრული გვარები „ში“ დაბოლავებაზე არ ჩერდება და მათ ყოველთვის თან მოყვება „ა“ დაბოლავება, მაგალითად მორგოშია, ჯაშია, ჯანაშია და ა.შ. აქედან გამომდინარე ის გურული გვარები, რომლთა დაბოლავება არის „ში“ ლაზური წარმომავლობისაა.“ მეგრელიძის მიხედვით ლაზური წარმომავლობის გვარებს გურიაში წარმოადგენს ჯაში და ტუღუში.
.
იგი ასევე მსჯელობს „ტი“ დაბოლავების მქონე გურულ გვარებზე – „გვარები: ჟღენტი, ჯიბუტი და ღლონტი განცაალკევებული კატეგორიისა და მათი შემადგენლობა არ არის ქართული, გვარის ასეთ დაბოლავებას ქართული ენისათვის უცხოა.“ მეგრელიძის აზრით ეს გურული გვარები ლაზური და სვანური წარმომავლობის უნდა იყოს. ამ შემთხვევაში იგი ერყდნობა ნიკო მარის მოსაზრებებს და წერს, რომ გურული გვარების „ტი“ დაბოლავება შესაძლებელი უკავშირდებოდეს სიტყვა „ჭყინტი“-ს, რომელიც ხმარებაშია გურულ დიალეტში და ნიშნავს „ნორჩს“ „ახალს“ „ახალგაზრდას“, ამასთანავე უთითებს, რომ ლაზური (ჭანური) ენის ერთერთ დიალექტზე „ჭყინტი“ ნიშნავს „შვილს-ბიჭს“ და ქედან გამომდინარე მისი აზრით გურული გვარების დაბოლავება „ტი“ შეიძლება ნიშნავდეს იგივე ქართული გვარის დაბოლავებას – შვილს ან ძეს.
.
И. Мегрелидзе – Лазский и Мегрельский слои в Гурийском -1938
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა