სტალინის შიფროგრამა 438/Ш ბენია ჩხიკვიშვილისა და ნოე ხომერიკისათვის დახვრეტის მისჯასთან დაკავშირებით

რუსულ არქივში მივაგენი 1924 წლის აგვისტოს აჯანყებასთან დაკავშირებით სტალინის მიერ 1924 წლის 2 სექტემბერს ამიერკავკასიის რეგიონალური პარტიის კომიტეტისათვის მიწერილ შიფროგრამას (438/Ш), რომელშიც სტალინი წერს, რომ მან შემთხვევით გაიგო ჩხიკვიშვილისა და ხომერიკისათვის (სავარაუდოდ საუბარია ბენია ჩხიკვიშვილის და ნოე ხომერიკის შესახებ) დახვრეტის მისჯის შესახებ, ასევე წერს რომ შემთხვევით გაიგო საქართველოში მიმდინარე მასობრივი დახვრეტების შესახებ.
.
ასევე გადმოცემულია პოლიტბიუროს 1924 წლის 2 სექტემბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ამიერკავკასიის ჩეკას აეკრძალა თვითნებური დახვრეტები: „ცენტრალური კომიტეტი, ითხოვს აჯანყების ჩახშობისათვის გადამჭრელ ქმედებებს, კატეგორიულად უარყოფს დაკავებულთა მასობრივი სიკვდილით დასჯის პოლიტიკას“.
.
ამავე შიფროგრამის მიხედვით მოსკოვში საქართველოში აჯანყების ჩახშობის მიმდინარეობასთან და არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ: „ცენტრალური კომიტეტი ითხოვს ზაკრაიკომსაგან მიაწოდოს სრული, ობიექტური, სისტემატური ინფორმაცია და აჯანყებასთან დაკავშირებით მომავალი დღეების მუშაობის გეგმა. ზაკჩეკისა და ზაკრაიკომის თვითნებური გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ პოლი¬ტიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხებზე სრულიად დაუშვებელია”.
.
ალბად ძნელი არაა იმის მიხვედრა თუ ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ქართველ აჯანყებულების განადგურება, ისევე როგორც იცოდა თუ არა სტალინმა რა ხდებოდა საქართველოში.
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share