გურულების ტანსაცმელის აღწერა

ტანსაცმელი: პერანგი; ვერცხლოს ძაფებით ნაქარგი ლურჯი ატლასის ჟილეტი; შავი შალის შარვალი ვერცხლის ძაფებით მოქარგული; აბრეშუმის წინდები; წითელი ტყავის საწვივეები შავი ტყავისავე ფეხსაცმელებში; ჟილეტზე გადაცმული აქვთ ვერცხლის სირმებით მდიდრულად გაწყობილი აბრეშუმის ქურთუკი, მაღლა წამოწეული ასეთივე საყელოთი; წელზე შმოხვეული აქვთ რბილი ტყავის წითელი ფართე ქამარი და აბრეშუმის ჭრელი სარტყელი.
.
წელზე ჩამოკიდებული აქვთ: მათარის მსგავსი ხის საპირისწამლე; თოფისწამლის საზომი; ჩანთა; ქისა; ბაწრის ხვეული, საბელები და ა.შ.; ქამარში გარჭობილი აქვთ ორი კაჟის პისტოლეტი, პისტოლეტებს შორის ტყავის პატრონტაჟი, თავზე აქვთ ყაბალახი, ხელში თოფი უკავიათ.
.
გურულების ჩაცმულობა საკმაოდ რთული შემადგენლობისაა, პერანგზე გადაცმული აქვთ ორი ჟილეტი: ზუბუნი და ელეგი. ბოლოსხსენებულის ზემოთ აცვიათ ვერცხლით გაწყობილი პატრონტაჟიანი ქურთუკი. ატარებენ ვიწრო ვერცხლით გაწობილ შარვალს, ტყავის საწვივეები და ფეხსაცმელი, რომლის ძირი კი მრავალფენიანი სქელი ტყავისაა. თავზე ახურავთ ყაბალახი, წელზე შემოხვეული აქვთ აბრეშუმის ფართო თურქული ნაჭერი, რომლის ზემოთ აქვთ ფართო ტყავის ქამარი ფულის შესანახად, ქამარზე ჩამოკიდებული აქვთ ჩანთა, რომელშიც უწყვიათ: კაჟი, აბედი, ტყვიები და მათი ჩამოსასხმელი ფორმა, ტყავის ჭიქა (მათარა), აქლემის ტყავის თოფისწამლის შესანახი, დანა, ტყავის სამარილე, თამბაქოს ქისა და ა.შ.
.
გურულებს წელის სარტყელში გარჭობილი აქვთ: ხანჯალი, პისტოლეტი და კარაბინი, ხელში კი უკავიათ შაშხანა.“
.
– Систематическое описаніе коллекцій Дашковскаго этнографическаго музея 1889)
– გურულები ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალიდან (Le Monde illustré 30 ივნისი 1877 წელი #1055)
შეიძლება იყოს 3 ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „80 LE MONDE ILLUSTRE Doypolle RUSSES, Irréguliers géorgiens dans L.CHAPON Caucase. - (Dessin Deyrolle, d'après photographie.)“-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share