იარაღის წარმოება გურიაში

როგორც წყაროებიდან ირკვევა 1878 წლამდე გურია ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის წარმოების მნიშნელოვანი კერა იყო, 1877-78 წლების რუსეთ თურქეთის ომის შედეგად გურია მოსაზღვრე რეგიონი აღარ იყო, რამაც თავის მხრივ ადგილობრივ ცეცხლსასროლ იარაღზე მოთხოვნა შეამცირა, ხოლო ცივი იარაღის წარმოება პირიქით გაიზარდა, კერძოდ რუსეთში საკმაოდ პოპულარული გახდა ლაზეთსა და აჭარა-გურიაში დამზადებული ხანჯალი, რომელიც დღეს გურული ხანჯლის (гурийский кинжал) დასახელებითაა ცნობილი, რისი ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ გურიაში კერძოდ ოზურგეთში ამ სახის საქონელი დიდი ოდენობით კერთდებოდა და გასაყიდად გადიოდა რუსეთის იმპერიაში. გ. ხელემსკის 1876-1890 წლების სამხრეთ კავკასიის მრეწველობის მიმოხილვის მიხედვით ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში მუშაობდა იარაღის დამამზადებელი სახელოსნო. სახელოსნოში დამზადებული უბრალო ხანჯალი ღირდა 1 მანეთი და 20 კაპეიკი, ხოლო ძვირფასად მოჭედილი 5 მანეთი
.
გურიის როგორც იარაღის დამზადების მნიშნელოვანი კერის არსებობის დამადატურებელი გახლავთ ის, რომ აქ დამზადებული როგორც ცივი ისე ცეცხლსასროლი იარაღის სახეობები მრავალფეროვანი და განსხვავებული დანიშნულების გახლდათ.
.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ დროისათვის გურიაში ცეცხლსასროლი იარაღის ყველა დეტალის დამზადება ხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ევროპული და თურქული ცეცხლსასროლი იარაღის საკმაოდ მაღალი ხარისიხის აწყობა, ხის და მეტალების ზოგიერთი ნაწილის დამზადება, იარაღის ინკრუსტრირება და მოსევადება ხდებოდა.
.
გურიაში დამბაჩების და თოფების დეტალები ძირითადად ევროპიდან თურქეთის გავლით “პობედი-მარტინის” “სნაიდერის” და „ჰამერის“ ფირმის დამბაჩების ლულა და მექანიზმი დაშლილი შემოდიოდა, ასევე რუსების მიერ შემოტანილი იქნა “ბერდანის” სისტემის იარაღი და მათი დეტალები. გურიაში ხდებოდა ამ იარაღის აწყობა და ადგილობრივ გემოვნებაზე მორთვა და კაკლის ხის ტარის გაკეთება. ასევე ხდებოდა მზა იარაღის შემოტანა და რუსული წყაროების მიხედვით ადგილობრივი ცეცხლსასროლი იარაღიც მზადდებოდა, ყველა შემთხვევაში ოზურგეთელი მეარაღეების მიერ კეთდდებოდა ზარნიში, მოსევადება, ოქროთი და ვერცხლით გაწყობა. გურიაში ასევე ხმარებაში იყო თურქული დამბაჩები ე.წ. „ტაბანჩა ჩახმახი“, რომელიც ასევე ევროპულ მექანიზმებზე იყო აწყობილი.
.
1878 წლის შემდეგ არაერთი იარაღის ექსპერტი გურიას, როგორც იარაღის მწარმოებელ მხარეს ცალკე აღარ მოიხსენიებს როგორც აჭარა-გურიის იარაღის წარმოების რეგიონს.
.
რუსეთის არტილერიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში ინახება სამუზეუმო ექსპონატი წარწერით – მე-19 საუკუნის გურული ხრახნულ-ლულიანი კაჟიანი შაშხანა (Винтовка кремневая, нарезная, гурийская) სიგრძე – საერთო სგრძე 1153 მმ. ლულის ისგრძე 810 სმ, ლულის არხის კალიბრი 10.1, თოფზე გამოსახულია ბოჯღალი (1 ფოტო)
.
„1845 წელს გურიის მაზრაში რეგისტრირებული იყო 499 მეიარაღე, მათ შორის იყვნენ მჭედლები და ოქროსმჭედლები, 1859 წლისათვის მარტო ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებული იყო 49 მუდმივად იქ მცხოვრები მჭედელი, სხვა მონაცემებით იმავე პერიოდში ოზურგეთი იყო 200 ოსტატი, რომელთა უმრავლესობა გახლდათ როგორც მჭედელი ისე დურგალიც, რომელთა მიერ დამზადებული პროდუქცია იყო იარაღი და მეტალის ნაწარმი. უნდა აღინშნოს, რომ აღრიცხვას ექვემდებარებოდა ქალაქსა და დაბებში მცხოვრები ოსტატები და არ იყო აღრიცხული სოფელის მეიარაღები, ასე რომ მჭედლებისა და იარაღის მწარმოებელთა ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია“ (С. В. Талантов; Л. Б. Двалишвили – О производстве оружия в Аджаро-Гурийском регионе)
.
„ოზურგეთში ძალიან მაღალ ხარისხობრივ საფეხურზე იდგა ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება, იქ შეიძლება შეგხვდეს ძალიან საიმედო პობედი-მარტინის და ბერდანის სისტემის შაშხანები რუსეთ თურქეთის ომის (1877-78 წლები) შემდეგ ოზურგეთის მაზრაში ძალიან შემცირდა ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება, რადგანაც მაზრა უკვე აღარ ესაღვრებოდა თურქეთს“ (А. С. Пиралов – Краткий очерк кустарных промыслов Кавказа 1900 г.). იგივეს წერს ა. ი. ხატისოვი (1894 წელი), რომლის მიხედვით ოზურგეთში მზადდებოდა ადგილობრივი ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე უთითებს, რომ გარდა ადგილობრივი სისტემის იარაღებისა ადგილობრივი მეიარაღეები ამზადებდნენ ზემოხსენებული უცხოური სისტემის მქონე ცეცხლსასროლ იარაღს.
.
ფოტო – მე-19 საუკუნის გურული ხრახნულ-ლულიანი კაჟიანი შაშხანა (Винтовка кремневая, нарезная, гурийская)
.
ფოტოები – ნ. ნ. ტვერდოხლებოვის ს. ვ. ტალანტოვის და ი. ვ. მაკაროვის კერძო კოლექციებიდან
.
წითელ ფონზე ცნობილი მეიარაღის კვაჭაძის მიერ ოზურგეთში დამზადებული დამბაჩა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share