კორნელი ბოროზდინი აღწერს 1841 წლის გურიის აჯანყების ერთერთი გმირის ამბაკო შალიკაშვილი კატორღიდან განთავისუფლების ისტორიას.
“ორმოციან წლების დასაწყისში გურიაში ხალხის აჯანყება მოხდა. მის დასამშვიდებლად ჯარები გაგზავნეს. ამ ჯარების უფროსად იყო ცნობილი კავკასიელი გმირი თავადი მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი. აჯანყება ჩაცხრობილ იქმნა და მთავარ დამნაშავეთაგანი, თავადი შალიკაშვილი, საველე სასამართლოს დადგენილებით, კატორღაში გაგზავნეს. სანამ ეს უბედურება დაემართებოდა, შალიკაშვილმა ცოტა ხნის წინად ცოლად შეირთო ერთი მშვენიერი ქალი, თავად ტიმოთე მიქელაძის ასული ანა. ცოლი, რა თქმა უნდა, ქმარს არ გაჰყვა კატორღაში და ცოლქმარი განაქორწილეს. ამის შემდეგ ორიოდ წელმა განვლო, ისე გეგიძეს შეუყვარდა ეს ქალი, ცოლობა სთხოვა და ჯვარი დაიწერა.
.
უკვე რამდენიმე წელიწადი იყო, რაც შალიკაშვილი სასჯელს იხდიდა კატორღაში, აღმოსავლეთ ციმბირში, სადაც მაშინ გენერალ გუბერნატორად მისულა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვი. ერთხელ როგორღაც კატორღელთა სიებს ათვალიერებდა თურმე ისე თვალი მოუკრავს შალიკაიშვილის გვარისათვის და შეჩერებულა. ამ გვარის კაცს სიკვდილს გადაურჩენია ამ ათიოდ წლის წინად მურავიოვი, როცა ის შავი ზღვის სანაპირო ხაზის მესამე განყოფილების უფროსად ყოფილა; ეს მომხდარა ერთ-ერთ მის გალაშქრების დროს მთიულების წინააღმდეგ. მურავიოვს უბრძანებია დაწვრილებით გამოეკითხნათ ამ კატორღელის ამბავი, და გამომდგარა, რომ სწორედ ეს კაცი ყოფილა მისი მაშინდელი მსხნელი.
.
რა თქმა უნდა მურავიოვისათვის, როგორც გენერალ-გუბერნატორისათვის, დიდი არაფერი ბედენა იყო შალიკაშვილის გამოხსნა უბედურებისაგან, შესდგომია გულმოდგინეთ შუამდგომლობას. შალიკაშვილი, როგორც კატორღელი, დანაშაულის ერთი ხარისხიდან მეორე ხარისხში გადაჰყავდა, ბოლოს სრული პატივება გამოუთხოვა ხელმწიფის წინაშე და ამავე დროს სამშობლოში დაბრუნების ნებართვაც.”
.
ფრაგმენტი – К. Бороздин – Кавказские воспоминания Мингрелия и Сванетия с 1854-1861 г
ჯანყი გურიაში – ალაიაში გატარება, მხატვარი შალვა ძნელაძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა