გურულების იმპროვიზაცია

გურულები კავკასიის ყველაზე უფრო მეტად პოეტური ხალხია, ისინი სხვებთან შედარებით უფრო მსუბუქად და ადვილად ქმნიან სიმღერებს ყველაფერზე. უცნობია მათი სიმღერების შექმნელები, თავად ხალხშიც კი თითქმის არაა ცნობები იმ ადამიანებზე, რომლებსაც გააჩნიათ სხარტი წარმოსახვის უნარი შექმნან სიმღერები ყველაფერ ეფექტურზე, გმირულზე, ქეიფზე, ზეიმზე და ვნებაზე, და ეს ყველაფერი გურიაში იშვიათობა არ გახლავთ. სიყვარულითაა შთაგონებული ყველა ახალგაზრდა და ყველა თავისუფალი ადამიანი, მათი უმრავლესობა თავიანთ გრძნობებს გამოხატავს მსუბუქი და ძალიან მელოდიური იმპროვიზაციით.
.
გურულების უმეტესობა უარს ამბობს მათი სიმღერების რუსულად თარგმნაზე, მათივე თქმით შეუძლებელია ამ სიმღერების გადმოცემა სხვა ენაზე, თუმცა მე შევძელი შემეგროვებინა ზოგიერთი და მინდა გითხრათ, რომ დიდი ხანი არ შემხვედრია ასეთი ძაალიან სასიამოვნო, მზნებარე და პოეტური უაზრობა.
.
სხვა კავკასიური ხალხების სიმღერებშიც არაა იშვიათობა იმპროვიზირება, თუმცა მათგან გურულების სიმღერეთა მკვეთრი განსხვავება იმაშია, რომ მათში არის მელოდია და ეს მელოდია ძალიან სასიამოვნოა ევროპელის ყურისათვის.
.
ასევე აღვნიშნავ, რომ თავად გურულის ტიპი არა მარტო არ ჰგავს თავის ფუძე ქართველს, არამედ აშკარად განსხვავდება მისი მეზობლების მეგრელისა და იმერელისაგან. გურულები თვლიან, რომ ისინი ზნეობრივად მათზე უფრო მაღლა დგანან. მათი ხასიათი უფრო ნატიფია, ქალებს მათი საერთო წარმომავლობის ხალხებზე უფრო ნატიფი, თხელი მოხაზულობის ტუჩები და ნიკაპი აქვთ, ცხვირი უფრო დელიკატური, არიან ნაზები და მანერებიც უფრო მეტად გრაციოზული აქვთ.
.
ნაწყვეტი თარგმნილია ივანე პანტიუხოვის წერილიდან, გაზეთი Кавказ 1867 №28 (И. Паитюхов. О мифах и поверьях туземцев Рионской долины)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share