ცხრა ალუბლის ხიდი ცოდვის გამოსასყიდად
.
გურიაში ძაღლის ან კატის მოკვლა ,,საბრძნილო,, და მკვლელისათვის დიდი უბედურების მომასწავებელ ამბად ითვლებოდა. ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლის მ. მაშურკოს გურიის სოფელ გოგორეთში ჩაწერილი აქვს წესი, თუ რა უნდა გაუეკეთებია კატის მკვლელს მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილებისათვის (ასეთივე წესი იყო ძაღლის მკვლელისათვისაც). ჩანაწერის შინაარსის გათვალისწინებით ამ წესის აღსრულება, ანუ უბედურების თავიდან აცილება შეუძლებელი გახლდათ.
.
„თუ კატის მკვლელს უნდა მისი ცოდვის გამოსყიდვა, მან მდინარეზე უნდა ააგოს ცხრა ალუბლის ხიდი. ამის შემდეგ ფეხებზე უნდა დაიბნიოს სამი აგური და უნდა იაროს მის მიერ აგებულ ხიდებზე, მანამ სანამ სამივე აგური მთლიანად არ გაცვდება.“
.
Сборникъ матеріаловъ для описанія мѣстностей и племен Кавказа. 1894 г. №18.; Преподаватель Кутаисской гимназіи М. Машурко – Изъ области народной фантазіи и быта (Тифлисской и Кутаисской губ.)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა