ბოლშევიკებია ახალმოსული ხელისუფლებაში.
გურიის ერთ-ერთ სოფელში ახალი ხელისუფლების აგიტატორები კრებას ატარებენ, კრებაზე მოსახლეობას მოუწოდებენ ჩააბარონ საბჭოთა სამშობლოს – სიმინდი, ღომი, ხორცი, ,,ოტკა,,, ღვინო და ა.შ. მოკლედ ყველაფერი რაც კი რამ სასმელ-საჭმელი გააჩნიათ.
კრებაზე ერთერთმა ძაან შეწუხებულმა გლეხმა იკითხა:
– ამხანაგებო ხორცი მოხარშული, რომ ჩაგაბაროთ თუ შეიძლება?
– რას ჩივი კაძახო, ახლა კიდო ხორცი მუუხარშოთ ბოლშევიკებს!? გადაულაპარაკა მეზობლად მდგარმა.
– შე აბდალა, ყოლიფერი მიაქვენ და ხორცის ნახარშას მაინც დავალევიებ ბაღნებს.
წერს კახა ჩავლეშვილი