რადამ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას კრძალავს. კანონპროექტს მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ შევა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონგრეგაციებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გასაწყვეტად 9 თვე ექნებათ.
მიღებული კანონით, უკრაინაში იკრძალება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მას დაქვემდებარებული სტრუქტურებისა და რელიგიური ორგანიზაციების მუშაობა.