სუსი უკრაინას სთხოვს კონტრაბანდული ტვირთების გადატანაზე მტკიცებულებები გამოუგზავნოს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მეორე დღეს პასუხობს უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქციის გატარების შესახებ. უწყება უკრიანულ მხარეს სთხოვს შესაბამისი მტკიცებულებები მოაწოდონ.

“აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ სუს-ში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე სუს-ის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლებელს შეხვდა.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს”, – აცხადებენ სუს-ში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share