ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია მათი დაზვერვის ინფორმაციაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსული კონტრაბანდული იარაღის ქვეყნის საზღვრიდან გატარებას გეგმავს:
“სანამ მტკიცებულება არ იქნება, ეს უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რადგან სცდება ყველა ზღვარს და ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ომობს უკრაინის წინააღმდეგ და ჩაბმულია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების მკვლელობაში. ერთი და ორი კი არა, 2000-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცია უკრაინაში. ქვეყნის ცივილიზებული მომავლის დასამარებაც კი მეორეხარისხოვანი ხდება ჩემთვის ამ ფონზე. რომელ მომავალზე უნდა განაცხადო პრეტენზია, თუ ბუჩაში მომხდარ ტრაგედიაში გაქვს სული გასვრილი. მოღალატეობის მეტი რა ყოფილა, მაგრამ საქართველო, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასდროს თავს არავის დასხმია, დამპყრობლური ომი არ ჰქონია, სხვის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, რაც ერთერთია, რითაც ვამაყობ, ისევე, როგორც ვამაყობ, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი. ამ სიამაყის გაქრობა ყველა ეროვნული იდეალის მსხვრევაა, რასაც ვერავის ვაპატიებ. ეს თუ მართალია, ბელარუსი პარტიზანები, რკინიგზას რომ ყრიან, რომ უკრაინისკენ მიმავალ რუსულ სამხედრო ტექნიკას გზა გადაუკეტონ, მონაგონი უნდა გახდეს, ისეთი უნდა ჩავატაროთ. ეს თუ მართალია, მაშინ გასაგებია, ამდენი რუსი რისთვის შემოეყარა აქ, ასე უცებ. მაკდონალდსის არარსებობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებში, ისედაც მეეჭვებოდა ამდენი ათასი ქალი და კაცი დაემშია და გამოექცია. როცა ბომბები არ გაცვივა, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ორ დღეში მიიღო, ცოტა უცნაურია. მაგრამ კიდევ ვამბობ, იმდენად არ მინდა დაჯერება, რომ ცხვირთან უნდა დამიდონ ყველა მტკიცებულება, რომ ყველა ბუმბული ამეშალოს. მსგავსი გახრწნილობა მაინც ვერ წარმომიდგენია. გახრწნილობას თავი დავანებოთ, პირადი სანქციების შიში, ღირსებაზე მეტი დაბრკოლება მგონია კიდევ ქვეყნის თავმჯდომარისთვის. მოკლედ არ მჯერა, მაგრამ ბრალდებამ ამაფორიაქა”.-წერს ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, ფეისბუქგვერდზე.