სააკაშვილის ძმა: პირველი ღამე იქნება, როდესაც დავიძინებ – მიშა შიმშილობას წყვეტს

”ძალიან გახარებული ვარ – პირველი ღამე იქნება, რომ დავიძინებ, ვინაიდან მიშასგან მოვისმინე განცხადება, რომ ის დაასრულებს შიმშილობას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გორის ჰოსპიტალში გადაყვანას – გლდანის ციხეში ყოფნას ყველაფერი ჯობია, როგორც მე ვიცი გორის ჰოსპიტალი კარგად არის აღჭურვილი და ძალიან კვალიფიციური ექიმები არიან. პრინციპში გახარებული ვარ რათა მიშამაც მიიღო ეს შეთავაზება.”

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ tv პირველის ეთერში განაცხადა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლას დათანხმდა და მან შიმშილობაც შეწყვიტა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share