“საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს!” – ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი

“სააკაშვილის მიმართ ასეთი მოქცევის გამო დარღვეულია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი მოთხოვნები და ამიტომ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს”. – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდნეტის წამებისთვის, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.

„პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს! მისი დაპატიმრება უკანონოა.
საქართველოს ხელისუფლება მას ბრუტალურად ექცევა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.
ცხადია, რომ აქ, ევროკავშირში, ერთ-ერთი მოთხოვნა მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება უნდა იყოს, რასაც სანქციები უნდა მოჰყვეს.
სააკაშვილის მიმართ ასეთი მოქცევის გამო დარღვეულია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი მოთხოვნები და ამიტომ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს.
ყოფილ პრეზიდენტს ციხეში აწამებენ.
ამის გამო საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს!”.. – აცხადებს ევროპარლამენტარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share