ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, „სიბილწის პროპაგანდის“ უფლება არ უნდა იყოს:
„ეს არის სოდომური ცოდვის, პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია. აი, ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? ადამიანის უფლება არ არის ეს, სიბილწის პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არავის უფლება არ არის. ჩვენ გვაფურთხებენ და აი, ასე გვიკეთებენ, რაც მე ახლა მაგალითი მოვიყვანე. რომ დაჯდება და ტაძრის წინ მოისაქმისებს, რეაქცია იქნება“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.