“სახელმწიფოს შენების ყველა კატეგორია იმდენად მოირყა, რომ თავზარდაცემული შევცქერი დღეს რეალობას”- განაცხადა “ლელოს” წევრმა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში – გიორგი თარგამაძის ფორმულა. მისი თქმით, საქართველო ბოლო 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებს,ქვეყანა ანგარიშსწორების ბრძოლებშია ჩართული და ხელისუფლება ქვეყნის საძირკველს ბულდოზერით ანგრევს:
“მე ვერ ვიქნები დღეს ოპტიმისტური..თუ არ გავიაზრეთ, რა მძიმე ვითარებაშია ჩვენი სახერლმწიფო,თუ არ გავიაზრეთ რამდენჯერ დავკარგეთ ოქროს შესაძლებლობა, თუ არ გავიაზრეთ, რომ ამდენი შანსის გაფლანგვას არც ისტორია გვპატიობს და არც საზოგადოება, არც საერთაშორიუსო პარტნიორები გვაპატიებენ, უმძიმეს დღეში აღმოვჩნდებით. ისე ვართ ჩაფლული ანგარიშსწორების ბრძოლებში რომ დაგვავიწყდა ყველაზე მთავარი – რა არის პოლიტიკის არსი.
პოლიტიკა საერთო სახლის მშენებლობაა. ჩვენ 30 წელი ამ სახლის კარკასს ამოვიყვანთ, საძირკველს რომ ამოსცილდება, მერე მივადგებით და ბულდოზერით გადავხნავთ მას. პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესი იქცა ჩოგბურთის მოედნად – დაგამარცხებ თუ ვერ დაგამარცხებ შენ მე.
იმდენად დაძაბუნებულია ჩვენი სახელმწიფოებრივი რესურსი, დაიცალა საჯარო სივრცე მორალური პასუხისმგებლობისგან, იმდენად ყველაფერი ფეხქვეშ შემოგვეთელა რომ სახელმწიფოს უმძიმეს პირობებში უწევს არსებობა.
სახელმწიფოს შენების ყველა კატეგორია იმდენად მოირყა, რომ თავზარდაცემული შევცქერი დღეს რეალობას.” ამბობს დავით უსუფაშვილი.