ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, სად მივიდეს.
დღეს ლექსოს დაკრძალვა უნდა იყოს საზოგადოების დიდი დემონსტრაცია !
ერთად გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს, 13 ივლისს დაკრძალავენ გამოსვენება 15 საათზე, იოსელიანის ქ. 37.
ხელისუფლებავ, თქვენი რომ გგონიათ, იმ არხების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თითი არ დააკაროთ და პრობლემები არ შეუქმნათ სამსახურში, თორემ ასმაგად გადაიხდით. მედია ერთიანია და ეს გოგო-ბიჭები თავიანთ მეგობარს გლოვობენ ! ჩვენი თქმა და მოწოდება არ სჭირდებათ, ყოველთვის იქ დადგებიან, სადაც მათი კოლეგები არიან. თქვენზე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ვიცით, რა შეგვიძლია !”