სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა ვერ დაიცვა ლექსო ლაშქარავა, ამის შეწსახებ პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა დაადასტურა, რომ სახლმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია. ექსპრემიერი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა 5 ივლისს რუსთაველზე ძალადობრივი დაჯგუფებების პირისპირ მდგარი ჟურნალისტები დაეცვა.
როცა სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა და ვერც სხვა ჟურანალისტები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია. არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როცა სახელმწიფო თავის ძირითად ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს უკვე ჩამოშლილი ინსტიტიუტებია. როცა სახელმწიფო მოღვაწეები ასეთი გონორით საუბრობენ, თუ მათ ყველაფერი იცოდნენ წინასწარ და ამბობენ, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უფრო ამძიმებს მდგომარეობას და არ ამსუბუქებს.
შსს-ს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება, რომ ნდობა ამ ინსტიტუტისადმი იმდენად მცირეა, იძულებულები არიან, კიდევ რომ არ დამძიმდეს ყველაფერი, დაარღვიონ კანონი. ეს სამწუხაროა და მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავიანთ ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებენ.
ეკლესიიდან იქნება ეს ძალადობის მოწოდება, თუ სხვა ინსტიტუციიდან, ეს დასაგმობია. შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში ეკლესია ვინმეს მოუწოდებდეს სხვა ადამიანზე ძალადობის მიზნით რაიმეს მიღწევაზე. ძალადობის მოწოდება ეკლესიის მხრიდან არის მიუღებელი, ისევე, როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობა – განაცხადა გიორგი გახარიამ.