პატრიარქი, 9 აპრილის ღამის, აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ტელეკომპანია „იმედთან“ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას იხსენებს. სხვა საკითხებთან ერთად პატრიარქმა გაიხსენა ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც იმ დროს ცეკას პირველი მდივანი გახლდათ.

 

„ყველაზე მძიმე იყო მდგომარეობა ჯუმბერ პატიაშვილის. ზოგი ამბობდა და მეც ვამბობდი, რომ თვითონ მთავრობა ჩამოსულიყო. მე დავურეკე და ვანუგეშე. ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას და ფიქრობდა თვითმკვლელობაზეც კი“, – აღნიშნავს პატრიარქი.

 

ის 9 აპრილის ტრაგიკულ დღეს ასე იხსენებს:

 

„ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და ღუდუშაური მერაბი. მითხრეს, რომ ეს საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის.

 

ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, რომ შესულიყვნენ ქაშუეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ.

 

როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, გაჩუმდნენ, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა!“- იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი.

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: