დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პასუხისმგებლობაა და ასევე ძალიან დიდი პატივია ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა, – ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ განაცხადა.
როგორც გიორგი სახოკიამ აღნიშნა, საკმაოდ კარგად იცნობს გურიის რეგიონს და იქ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
„კარგად ვიცნობ იმ პროექტებს, რომელიც მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა უახლოეს წარსულში. აქვე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო მიმდინარე პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე და იმ კრიზისზე, რომელიც პანდემიამ შექმნა, გაათმაგებული მუშაობა გვჭირდება, რათა დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მზად ვარ, რომ ამისთვის ძალისხმევა არ დავიშურო, რათა გურიის მოსახლეობისთვის და ზოგადად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად, ოპერატიულად გადავჭრა. მზად ვარ და გახსნილი ვარ კომუნიკაციისთვის როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მედიასაშუალებებისთვის. მზად ვარ ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის. მიმდინარე პანდემიის ფონზე, მთავარი გამოწვევა არის ის კრიზისი, რომელიც პანდემიამ შექმნა, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, სამუშაო ადგილები, ტურიზმის აღდგენა და ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც რეგიონში აუცილებლად არის ჩასატარებელი“, – განაცხადა სახოკიამ.
მსგავსი სტატიები
- 95
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო…
- 95
"ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!"- წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი: "ოპოზიციის მიერ დაანონსებული 25 თებერვლის ანტისაოკუპაციო აქცია გადაიდო. მე, რომელიც რადიკალური მოქმედებების და აქციების უპირობო მომხრე ვარ და არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, დღეს, მოცემულ გარემოებებში, ოპოზიციის ამ აქციის გადადება მგონია ერთადერთი სწორი…
- 95
რას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
- 95
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა: “21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს.…