თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სასამართლომ დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.
ასევე უნდა დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება.
“ბუნებრივია ეს არის მორიგი პოლიტიკური პროცესი და იმ დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ საქმის პოლიტიკური შინაარსი არ ცვლის იმას, რომ დაცვის მხარე სრულად გამოიყენებს საქართველოს საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს და ყველა შესაძლებლობას ამოწურავს იმისთვის, რომ თუნდაც შეიქმნას საფუძველი სტრატეგიული სამართლებრივი ბრძოლისთვის, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც” – ამბობს შოთა თუთბერიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა “ვივა მედშია” გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.