ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაწვევის გეგმა 254%-ით შესრულდა – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთმა ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, სამხედროების გაწვევის გეგმა 254%-ით შეასრულა.

კადიროვი საკუთარ Telegram არხზე წერს, რომ  გაწვეული სამხედროების გარდა, ჩეჩნეთში მოხალისეთა რეზერვიც არსებობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს აუცილებლად დაეხმარება.

“ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაწვევის გეგმა 254%-ით, ზედმეტად შესრულდა. სამხედრო კომისარიატში ყველა აპლიკანტი გამოცხადდა. ხელისუფლებამ ეს მექანიზმი თავიდანვე შეიმუშავა, ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, რესპუბლიკას ჰყავს ათასობით მოხალისის რეზერვი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ შეუერთდნენ სამშობლოს დამცველთა რიგებს”, – წერს კადიროვი.

კადიროვი წერს, რომ სახელმწიფოს, ხალხის, რელიგიის ინტერესები და შთამომავლების მომავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი – “ყველაფერი დანარჩენი მტვერია!”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share