“კი” – ასე პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად უკრაინაში ჩასასვლელად.
ასევე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის კვლავ მუშაობს თავის გუნდთან, რათა დადგინდეს, უნდა გაგზავნოს თუ არა მისი ადმინისტრაციის წევრი უკრაინაში, რაც პოტენციურად მხარდაჭერის გამოხატვაა ერის მიმართ, რომელიც რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
„ამ გადაწყვეტილებას ახლა ვიღებთ“, – თქვა ბაიდენმა კითხვაზე, გაგზავნის თუ არა ის მაღალჩინოსანს უკრაინაში. კითხვაზე, ვის გაგზავნის, ბაიდენი მიუბრუნდა ჟურნალისტს და უპასუხა: “თქვენ მზად ხარ წასასვლელად?”
CNN-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მალე ესტუმრებიან კიევს, ოფიციალური პირები განიხილავდნენ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის გაგზავნას.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა თქვა, რომ ის მზად იყო, თავად ჩასულიყო კიევში და ამის რეალური სურვილიც ჰქონდა.