“ვარდების რევოლუცია, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, ხალხმა მოახდინა… არაფერია იმაზე დიდი უსინდისობა, რომ დღეს ის ციხეშია”

“ვარდების რევოლუცია ხალხმა მოახდინა მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და დღეს რომ ის ციხეშია, არამარტო ქვეყნის სირცხვილია, ანომალიაა და ეს ანომალია დიდხანს არ გაგრძელდება” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთნ დაკავშირებით გამართულ ცოცხალ ჯაჭვს, რუსთაველის გამზირზე შეუერთდა.

მისი თქმით, დასავლურ ცივილიზაციაში არის ჩვენი ადგილი და ჩვენ სწორედ დასავლეთისკენ მივდივართ.

ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება გაიგებს და ხედავს იმას, რომ ისტორიის გადაწერა უნდათ. ვარდების რევოლუცია ხალხმა მოახდინა მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და დღეს რომ ის ციხეშია, არამარტო ქვეყნის სირცხვილია, ანომალიაა და ეს ანომალია დიდხანს არ გაგრძელდება, იმიტომ რომ უამრავმა ადამიანმა დაინახა მაშინ, რომ კმარა, მეტი ვეღარ გაგრძელდებოდა ეს უბედურება, რასაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს და ყოველდღიურად ემატება.

ამ უკანასკნელმა დღეებმა და პერიპეტიებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ვარდების რევოლუცია მარტივად შეგვიძლია დავახასიათოთ რა იყო. ჯარისკაცისთვის ეს იყო გაუწვრთნელი, ჩამორჩენილი ჯარიდან ნატოს სტანდარტების ჯარამდე, პოლიციელისთვის ეს იყო გაიშნიკიდან სვლა პატრულამდე, ჩვეულებრივი სტუდენტისთვის ეს იყო ფულის და ჩაწყობისთვის ნაცვლად ქრთამის გარეშე საკუთარი ცოდნით ჩაბარება..

გაყინული პენსიის ნაცვლად ეს იყო გაზრდილი პენსია, რუსეთის ნაცვლად იყო დასავლეთი… დასავლურ ცივილიზაციაში არის ჩვენი ადგილი და აქეთ მივდივართ… რაც უნდა ექაჩოს ბიძინა ივანიშვილი, ვერ მოატრიალა ეს ქვეყანა და ვერც მოატრიალებს, – ამბობს გიგი უგულავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share