“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, NDI-ის კვლევის შედეგები გვაჩვენებს იმას, რომ ხალხი შეშინებულია.
“NDI სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვებებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში – ოცნები ყველაზე მაღალი რეიტინგი, ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები სწვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა.
შედარებულია კვლევის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიღებული პასუხი – პირისპირ გამოკითხვა (შიშიც ნაკლებია და პასუხიც მეტი) და სატელეფონო (შიში უზარმაზარი, უარი დაახლობით 50%). საერთოდაც, უარი პასუხზე რომ 50% გაქვს, ალოკაციის გარეშე (და ამ უარს ოპოზიციის მომხრე ამბობს) შედეგის გამოქვეყნება კვალიფიკაციის პრობლემაა.
80% უნდა ოპოზიცია პარლამენტში – რატომ 100%ს არა? ზოგადად, მგონი ყველა ნორმალურს უნდა. თუ შეკითხვას დასვამ “უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში”, და არა “ამართლებ თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს”, ამით უბრალოდ ატყუებ ხალხს და იღებ სხვა შეკითხვაზე პასუხს და ასახებ სხვა პასუხად.
ესაა ჩემი კომენტარი NDI კვლევაზე”, – წერს ნიკა გვარამია.