“მე არც პარტია ვარ, მე ვარ უბრალო მოქალაქე. ზუსტად ჩემ ნაირებმა, ხალხმა, საზოგადოებამ, უნდა ვთქვათ სათქმელი. უნდა მოვუწოდოთ ხალხს, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდნენ და ხმა უნდა მისცენ ნებისმიერ ოპოზიციას მისცეს ხმა. არა ქართულ ოცნებას. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიას მისცემს. 4 წელია ამ მახინჯი სისტემის წინააღმდეგ ვიბრძვი,ყველა უსამართლობა, რაც კი შეიძლებოდა ამ ხელისუფლებამ დამმართა” – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა.