”გინდ ყოფილან პარლამენტში – გინდ არა, ამ დელეგეციაშიც იქნებიან თუ არა, არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. მათ თავიანთი ადგილი აირჩიეს, აირჩიეს ომის მხარე და ყველაფერს აკეთებენ და დღეში რამდენჯერმე, რომ აქ იყოს დაპირისპირება და მეორე ფრონტი, რომ შემდგომ ამაზე მოითბონ ხელი”.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.