გურულთა გალობა ათონის სავანეში ,,რვა ხმაზედ,,

ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 წლებში, ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის: თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე, ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში, მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე, ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველნი მსმენელნი რუსნი და ბერძენნიცა.
.
ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ძველი ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა.
.
დეკანოზი პეტრე კენჭოშვილი – “მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ” 1901 წელი
შეიძლება ილუსტრაციაა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share