“ჩვენ დემოკრატიული ხელისუფლება ვართ, ამას ჩვენივე ამომრჩეველი ხშირად გვსაყვედურობს” – წულუკიანი

“ჩვენ დემოკრატიული ხელისუფლება ვართ, ამას ჩვენივე ამომრჩეველი ხშირად გვსაყვედურობს და სისუსტედ გვითვლის. იძულებულები ვართ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ვისაუბროთ მათზე [ნაციონალური მოძრაობა], გავაკრიტიკოთ და რაც მთავარია, დავუპირისპირდეთ იმისთვის, რომ ვერ შეძლონ ამ ქვეყანაში არეულობა და არ გააჩაღებინონ გარკვეულ ძალებს ის, რასაც ეძახიან მეორე ფრონტს. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ეს სწორი სახელია. ჩვენ პირველი ფრონტი ვიყავით, დღეს უკრაინა არის სწორედ მეორე ფრონტი, ეს პირველი ფრონტი ჩვენ დიდი ხანია, სამწუხაროდ, რაც ვართ და დღესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ”

– ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი TV იმედთან. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share