ოზურგეთის მერიის წინ, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა აქცია გამართეს

ამ წუთებში, 30-მდე ბენეფიციარია შეკრებილი ოზურგეთის მერიის  წინ და  აცხადებენ არ მოხდეს  კომპანიის  ცვლილება, რომელიც ახორციელებს უფასო სასადილოს ბენეფიციართა მომსახურებას.

უფასო სასადილოს ბენეფიციარები შეიკრიბნენ დღეს,   ოზურგეთის მერიის  წინ, რომლებიც ოზურგეთის მერიიდან უფასო სასადილოს ბენეფიციარებზე გამოყოფილი კვების თანხების გაზრდას მოითხოვენ.

ბენეფიციარები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, იმას რომ გაგვაჩერეთ იქ, სადაც ვართ. მათ უნდათ იმ კომპანიას ფაქტიურად, რომელიც დღეისათვის აწარმოებს მათ მომსახურებას, ტენდერში უპრობლემოდ მიეცეს გამარჯვების შესაძლებლობა. ვერ ადასტურებენ და ლაპარაკობენ, რომ თითქოს, საუბარია,  იმაზე რომ შესაძლებელია  რომელიღაცა სხვა კომპანიამ გაიმარჯვოს ტენდერში და მათ არ უნდათ  ეს.

ბენეფიციარები ამბობენ, რომ ძალიან კარგ პირობებში იმყოფებიან  და უნდათ დარჩნენ იქ, სადაც არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share